пятница, 5 декабря 2008 г.


სანდრო
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

მე ვარ ალექსანდრე ( სანდრო) ბერძენიშვილი. ვარ მესამე კლასის მოსწავლე
სახელი სანდრო იმიტომ დამარქვეს, რომ დედაჩემს მოსწონდა ეს სახელი და თან ჩემი ბებოს მამას ერქვა, სწორედ მის პატივსაცემად დამარქვეს სანდრო.
სანდრო ალექსანდრეს შემოკლებული ფორმაა.
ალექსანდრე ბერძნული წარმოშობის სახელია და ნიშნავს "მამაც მცველს".
ამ სახელს ატარებდნენ გამოჩენილი ადამიანები:



ალექსანდრე მაკედონელი–ძველი ბერძენი მხედართმთავარი.






ალექსანდრე I,II,III,IV, V-იმერეთის მეფეები.
ალექსანდრე I,II-კახეთის მეფეები.
ალექსანდრე I დიდი– საქართველოს მეფე.
ასევე რუსეთის იმპერატორები:
ალექსანდრე I .......–––––––...... ალექსანდრე II
ალექსანდრე III













ალექსანდრე I კარაგიერგოვიჩი
იუგოსლავიის მეფე.





ალექსანდრე ქართველი(ქართველიშვილი)–აშშ–ში მოღვაწე ქართველი ავიაკონსტრუქტორი.






ალექსანდრე გრიბოედოვი






ნინო ჭავჭავაძე–გრიბოედოვი




ალექსანდრე გრიბოედოვი–
რუსი მწერალი და დიპლომატი, რომელსაც ცოლად ჰყავდა ალექსანდრე
ჭავჭავაძის ასული ნინო ჭავჭავაძე



ალექსანდრე ჭავჭავაძე



ამ სა
ელით ცნობილია რამდენიმე რომის პაპი:
ალექსანდრე III, IV, V, VII

მღვდელთმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) – ქართველი საეკლესიო


და საზოგადო მოღვაწე, რომელიც საქართველოში 1824–1907წწ–ში მოღვაწეობდა. ის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ქართული ენის თავგამოდებული დამცველი იყო. სიცოცხლის ბოლო წლები მან თავისსავე აღდგენილ შიომღვიმის მონასტერში დაჰყო მონასტრიდან მხოლოდ ერთხელ გამოვიდა 1907 წელს, ილია მართლის დასაფლავების დღეს და დაიტირა თავისი სულიერი შვილი. ის 83 წლის ასაკში იმავე წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა.

მე ვფიქრობ, რომ ჩემი სახელი არის ძლიერი და მხიარულიც.
ძლიერს და იმიტომ ვფიქრობ,რომ ბევრ მეფეს ერქვა ეს სახელი და ძლიერი, რომ არ ყოფილიყო , მეფეებს არ დაარქმევდნენ. ჩემი აზრით სახელი ალექსანდრე უხდება ძლიერი ნებისყოფისა და ვაჟკაც მეომარ ადამიანებს.
მხიარული კი იმიტომაა, რომ მეც მხიარული ვარ და თუკი ვინმეს ვიცნობ ჩემს მოსახელეს ყველა ძალიან მხიარულია.

ჩემი თავის დახასიათება კი ასე შემიძლია:
წრაფი

ნცი

ებიერა

აუოკებელი

ელიგიური

ნავარი